about me
ანუ ვინ ვარ და საიდან გავჩნდი აქ?! (ბლოგზე)
მე ვარ ანი ტატუნაშვილი,16 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მააგრამ როგორც მეუბნებიან ,,საყვარელი და კარგი ხარ”-ო :დ ეგ უფრო თქვენი გადასაწყვეტია :დ მამა- მთიულ-ქართლელი, დედა- კახელ-იმერელი- ნუ ზოგადად საქართველოდან ვარ რა :დ ხო კიდევ ვარ მე-10-ე კლასში, კარგად ვსწავლობ , მაგრამ ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტან : ხ ნუ მოკლედ ჯიუტი და ამყოლი ვარ, მაგრამ არამგინია ცუდი ადამიანი ვიყო,- არც წუწუნა ვარ და არც უსამართლო : დ(მარტო ეს არ არის ჩემი ღირსება:დ) ერთ-ორ სიტყვას ჩემ ჰობზეც დავწერ: განსაკუტრებით მიყვარს გიტარები, ვუსმენ ყველანაირ მუსიკას,მომწონს კლუბური ცხოვრება,- უფრო ღამეული გართობის მოყვარული ვარ, მაგრამ ასე არასდროს მიცხოვრია (ნუ ჯერ რა მიცხოვრია, მხოლოდ 15 წელი და 1 კვირა : დ)) დღემდე ვსწავლობ გერმანულ ენას, მაგრამ ჩემმა საეჭვო გატაცებამ ინგლისური ფეხბურთისადმი, უკვე დიდი ხანია სურვილი გამიჩინა ინგლისურის სწავლის და მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის გამო დავიწყე ინგლისურის სწავლაც,,( ანუ მრავალ ენათ ნცოდმე ვარ რა)) vot tak! :დ არასდროს მიოცნებია პარიზში მოგზაურობაზე- ჩემთვის Rio & New york უფრო მიმზიდველი ქალაქებია (( inlove)) ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკულ ბავშვობაზე,, დაინტერესებული ვარ ( ბევრი რამით )),, სამართალით” მინდა გავხდე მოსამართლე და ბლოგერი , ოღონდ ჯერ ბლოგერი და მერე მოსამართლე : დ არ მყავს ბევრი მეგობრები, რადგან ჩემთვის მეგობრობა ბევრ რამესთან ასოცირდება,, გყავდეს ცოტა და ,,ნაღდი”- ჩემსავით :დ ვჭედავ ტატუირებაზე, უპირატესობას ვანიჭებ თავისუფალ და მარტივ ცხოვრებას, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი- ,, ჰიპური მოძრაობის წევრი”
მიყვარს: ლაითი ურთიერთობები,, ფლირტი” და ,, ფეხებზემკიდია” ადამიანები
არ მიყვარს : ბევრი რამ :დ
მდგომარეობა: უქმარ-შვილო :დ უშეყვარებულოც :დ
პატივს ვცემ: გულწრფელ ადამიანებს
ჩვევა: ჟარგონებით წერა, ამიტომ ბრჭყალებში მივუთითებ ხოლმე(ცოდვა გამხელილი სჯობსო და რავიცი :დ)) ,, თუმცა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სწორ ქართულს და ორთოგრაფიულ შეცდომებს( არ დაუშვათ, თორემ გაგისწორებთ )) :დ
რამდენი რამ დამიწერია, არადა როგორც ვიცი, შედარებით მარტივი და უპრობლემო ადამიანი ვარ :დ